ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაზარბაევის ქალიშვილი ყაზახეთის სენატის სპიკერად აირჩიეს


ყაზახეთის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერად ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის უფროსი ქალიშვილი აირჩიეს. პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ გუშინ განაცხადა და ქალიშვილს უმნიშვნელოვანესი როლი დააკისრა მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

55 წლის დარიგა ნაზარბაევა ფარული კენჭისყრით სენატის წევრებმა 20 მარტს აირჩიეს მას შემდეგ, რაც ზედა პალატის სპიკერი - ქაზიმ ჟომარტ თოქაევი დროებით პრეზიდენტად დაინიშნა. ცენტრალური აზიის ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, ის პრეზიდენტის პოსტს მომავალ დაგეგმილ არჩევნებამდე - 2020 წლის აპრილამდე დაიკავებს.

ნაზარბაევას ხშირად განიხილავდნენ მამამისის მემკვიდრედ. 78 წლის პრეზიდენტმა, რომელიც ქვეყანას 1991 წლიდან მართავდა, გადადგომის შესახებ ცოტა ხნის წინ თავად განაცხადა. ექსპერტების ვარაუდით, ის კვლავ შეინარჩუნებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG