ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ნეივი იარდის" თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა


პოლიციამ არონ ალექსისის საერთაშორისო ტერორიზმთან კავშირის შესახებ დამადასტურებელი საბუთი ვერ აღმოაჩინა

ვაშინგტონის პოლიცია ცდილობს გამოიკვლიოს მიზეზი, რის გამოც სამხედრო კონტრაქტორმა არონ ალექსისმა ვაშინგტონის მახლობლად მდებარე "ნეივი იარდის" სამხედრო ბაზაზე სროლა ატეხა.

გუშინდელ ინციდენტს 12 ადამიანი ემსხვერპლა. პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა არონ ალექსისიც.

პოლიციამ 34 წლის არონ ალექსისის საერთაშორისო ტერორიზმთან კავშირის შესახებ დამადასტურებელი საბუთი ჯერჯერობით ვერ აღმოაჩინა.

თუმცა სამართალმდაცავებმა "ასოშეიტიდ პრესთან" საუბრისას განაცხადეს, რომ არონ ალექსისი პარანოიას და უძილობას უჩიოდა და შიზოფრენიის ნიშნები ჰქონდა. როგორც ალექსისის ოჯახი აცხადებს, იგი აგვისტოდან ვეტერანთა ადმინისტრაციაში მენტალურ პრობლემებთან დაკავშირებით მკურნალობას გადიოდა.

საზღვაო სამხედრო სამართველომ კონტრაქტორის ფსიქიკური პრობლემების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ გაავრცელა, რის გამოც არონ ალექსისმა შეძლო პირადობის მოწმობით ბაზაზე შესულიყო.
XS
SM
MD
LG