ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნის მკურნალობის ჩატარების მიზნით, პასპორტი მისცეს


დღეს რუსმა ოპოზიციურმა ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ თქვა, რომ ხუთი წლის განმავლობაში სამოგზაურო დოკუმენტების გაცემაზე უარის მიღების შემდეგ მას პასპორტი მისცეს. მას ახლა შეუძლია საზღვარგარეთ გაემგზავროს და თვალზე იმკურნალოს.

გასულ კვირაში ნავალნიმ სახის მწვავე დამწვრობა მიიღო, როცა თავდამსხმელმა მას მწვანე ქიმიური საღებავი გადაასხა. ამის შედეგად მან მარჯვენა თვალში მხედველობის 85 პროცენტი დაკარგა.

ნავალნიმ თქვა, რომ მას მიგრაციის ფედერალური სამსახურის ოფიცრები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ პასპორტი წაეღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG