ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია


პაოლო ალი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
პაოლო ალი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

დღეს თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღეს.

19-პუნქტიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა ძალაში რჩება ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომელიც “ალიანსის ღირებულებებს იზიარებს.” აქვე ხაზგასმულია, რომ ნატოს წევრობის გადაწყვეტილებას იღებენ ალიანსის წევრები და ასპირანტი ქვეყანა და ამ პროცესზე “გავლენა არ აქვს მესამე ქვეყანას.”

ასამბლეის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას თან ახლავს გზა სტაბილურობისკენ. ამის მაგალითად დოკუმენტში ევრო-ატლანტიკური და გაალობალური უსაფრთხოებაა მოყვანილი."

დეკლარაცია მადლობას უხდის საქართველოს მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც ქვეყანას “ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეაქვს, ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობით.

საგაზაფხულო სესიის შემაჯამებელ დოკუმენტში ნახსენებია ბუქარესტის სამიტზე მიღებული დეკლარაცია და გამეორებულია განცხადება, რომ “საქართველო გახდება ნატოს წევრი.”

დეკლარაცია საქართველოს მთავრობას და პარლამენტს მოუწოდებს გააგრძელოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, როგორიცაა სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი და ანგარიშვალდებულება, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის წინ წაწევა, მედია მრავალფეროვნების შენარჩუნება და ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგით დაძაბულობის შემცირებისა.

დეკლარაცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას პატივი სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე მოუწოდებს გაიყვანოს სამხედრო ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

დეკლარაციის დასკვნითი, 19-ე პუნქტის მიხედვით, ალიანსი აგრძელებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში მხარდაჭერას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG