ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო-რუსეთის ერთობლივი წვრთნები


ნატო-რუსეთის ერთობლივი წვრთნები
ნატო-რუსეთის ერთობლივი წვრთნები

ნატო და რუსეთი უპრეცედენტო ანტიტერორისტულ სამხედრო წვრთნას ატარებენ. სიმულირებული ოპერაციის დროს, პოლონეთის თვითმფრინავი ტერორისტებმა გაიტაცეს და მის დახსნაში რუსეთის მოიერიშე თვითმფრინავები იღებენ მონაწილეობას. მსგავსი სავარჯიშო რუსეთსა და ნატოს შორის ჯერ არ ჩატარებულა.

სავარჯიშოს დანიშნულება ნატო-რუსეთის საბჭოს ეგიდით შემუშავებული საჰაერო თანამშრომლობის ინიციატივის გამოცდა იყო. ინიციატივის დანიშნულება ისეთი თავდასხმებისა და თვითმფრინავის გატაცების მცდელობების თავიდან აცილება და აღკვეთაა, როგორიც 2001 წლის 11 სექტემბერს მოხდა. გარდა ამისა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ინიციატივა საერთაშორისო საჰაერო უსაფრთხოებასაც გააუმჯობესებს. სავარჯიშოს კიდევ ერთი დანიშნულება რუსეთისა და ნატოს საჰაერო ძალებს შორის რეაგირების სწრაფი კოორდინაცია იქნება.

XS
SM
MD
LG