ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს გამოძიება: კონტრ-ტერორიზმის ოპერაციას სამოქალაქოები ემსხვერპლნენ


ნატოს გამოძიების ანგარიშში ნათქვამია, რომ საჰაერო თავდასხმებმა სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი გამოიწვია

ავღანეთში ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო ძალების მიერ, კონტრ-ტერორიზმის ოპერაციის ფარგლებში განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად, ნანგაჰარის პროვინციაში, სულ მცირე 16 სამოქალაქო პირი, მათ შორის ქალები და ბავშვები, დაიღუპა.

ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ავღანეთის ძალები, უცხოეთის საჰაერო მხარდაჭერით, ამ რაიონში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების წინააღმდეგ კონტრ-ტერორისტულ ოპერაციას ატარებს.

ამერიკელი და ავღანელი ოფიციალური პირების თანახმად, ნანგაჰარის პროვინციის რამდენიმე რაიონი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებით არის გაჯერებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG