ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება


რასმუსენი: რუსეთის ქმედებას კონფლიქტის ზონაში უარყოფითი გავლენა აქვს და საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახება

ნატოს პრეს-რელიზში, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის ფედერაციის მიმდინარე მოქმედების გამო ღობეებისა და სხვა დაბრკოლებების აღმართვის მხრივ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზონაში. მან განაცხადა, რომ ეს პროცესი რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება და კონფლიქტის მშვიდობიანი რეზოლუციის პროცესში წვლილი არ შეაქვს. ამასთან ერთად, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთის ქმედებას კონფლიქტის ზონაში უარყოფითი გავლენა აქვს და საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახება. რასმუსენმა, აქვე, ბარიერების განადგურება მოითხოვა.
XS
SM
MD
LG