ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რასმუსენი პაკისტანს ეწვია


ნატომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ალიანსის პრიორიტეტი ავღანეთის გაძლიერება და რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებაა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების მიმართულებით პაკისტანის მიერ გაწეული ძალისხმევა შეაქო.

რასმუსენმა ეს განცხადება ისლამაბადში პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრ შაჰ მეჰმუდ ქურეშისთან შეხვედრისას დროს გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი ავღანეთში დარჩება მას შემდეგაც, რაც ავღანეთის უშიშროების ძალები ქვეყნის უშიშროების უზრუნველყოფის პასუხისმგებლობას გადაიბარებენ.

რასმუსენის ქურეშისთან შეხვედრა ქაბულში საერთაშორისო კონფერენციის გამართვის შემდეგ შედგა, რომელმაც ავღანეთის მთავრობის გეგმა დაამტკიცა. ამ გეგმის თანახმად ავღანეთის შეიარაღებული ძალები ქვეყნის უშიშროებას საკუთარ თავზე 2014 წლიდან აიღებენ.

XS
SM
MD
LG