ოფიციალური პაკისტანის განცხადებით, ავღანეთის საზღვართან შეიარაღებულმა პირებმა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის 20-მდე სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია ერთი ადამიანი.
გასული კვირის მანძილზე ავღანეთის საზღვართან ნატოს სამხედროებისთვის განკუთვნილი დახმარების გადატანისას თავდასხმა არა ერთ ავტომობილზე მოხდა. ბოლო 2-ზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს.