ავღანეთში ნატოს სამხედრო დაგეგმარებაზე პასუხისმგებელი პირები ცდილობენ იმის დადგენას, თუ როგორ დააბრუნონ 30 მილიარდი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა ავღენეთის მთიანი რეგიონებიდან. ამ ოპერაციის ჩატარება 2014 წლამდე უნდა მოხდეს, როდესაც ნატოს ჯარები დაასრულებენ თავიანთ მისიას.
აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადებით, მათ უზარმაზარი ლოჯისტიკური ამოცანა უნდა გადაჭრან. მისივე თქმით, აუცილებელია დიდი რაოდენობით დაჯავშნული მანქანების, საარტილერიო სისტემების, იარაღის და უმაღლესი ტექნოლოგიების აღჭურვილობების რეგიონიდან გატანა.