ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალიანსი ბრიუსელში იკრიბება


ჯონ კერი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებს პირველად ხვდება

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში იკრიბებიან, რათა სირიის კონფლიქტი და ავღანეთის საკითხი განიხილონ. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა სირიის თემაზე კომენტარი გააკეთა. „ჩვენ არ შეგვიძლია იმ რეგიონალური რისკების იგნორირება, რომელიც უსაფრთხოების გაუარესებას უკავშირდება,“- განაცხადა რასმუსენმა.
წლის დასაწყისში, თურქეთში სირიის საზღვრის სიახლოვეს ნატომ „პატრიოტის“ ტიპის ანტი-სარაკეტო სისტემები განალაგა, მას შემდეგ, რაც სირიის მხრიდან გახსნილი საარტილერიო ცეცხლით რამდენიმე თურქული სოფელი დაზიანდა. ბრიუსელში იმყოფება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანიც. ეს ნატოელ კოლეგებთან ჯონ კერის პირველი შეხვედრაა. ხვალ ჯონ კერი ბრიუსელში ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის შეხვდება.
XS
SM
MD
LG