ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ლონდონში ნატოს სამიტზე დასასწრებად მიემგზავრება


ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ნატოს ლონდონის სამიტზე დასასწრებად, დიდ ბრიტანეთში ჩადის. პრეზიდენტს ვიზიტამდე, პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა მას სთხოვა, არ გააკეთოს შეფასება დიდი ბრიტანეთის მომავალი არჩევნების წინ.

ტრამპი ამ დრომდე საჯაროდ აფიქსირებდა მის მხარდაჭერას ჯონსონის მიმართ და ასევე ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებაზე. ტრამპმა ოქტომბერში განაცხადა, რომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი ბრიტანეთისთვის „ძალიან ცუდი“ იქნება და რომ ჯონსონი უნდა შეუთანხმდეს ბრექსიტის პარტიის ლიდერ ნაიჯელ ფარაჟს.

ნატოს სამიტი დაძაბულობის ფონზე ჩაივლის. საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც სამიტს დაესწრება, ნატოს „ტვინმკვდარი“ ორგანიზაცია უწოდა. ხოლო მას შემდეგ რაც ემანუელ მაკრონმა თურქეთი გააკრიტიკა, ერდოღანმა მას მოუწოდა, შეამოწმოს თავად ხომ არაა „ტვინმკვდარი“. პრეზიდენტი ტრამპი მაკრონს და საფრანგეთის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდება. ის ეცდება კიდევ ერთხელ მოუწოდოს ევროპელ მოკავშირეებს, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები. სამიტი ლონდონში 3 და 4 დეკემბერს გაიმართება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG