ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიხეილ ჯანელიძე ნატოს ლიდერებს შეხვდება


ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს შეხვდება. ჯანელიძე ასევე დაესწრება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას.

წინასწარი ინფორმაციით, კომისია ნატო-საქართველოს თანამშრომლობის და არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხებს განიხილავს. ამასთან, მიხეილ ჯანელიძე ალიანსს ინფორმაციას მიაწვდის საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

XS
SM
MD
LG