ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ: რუსეთი შეთანხმებას არღვევს


შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი ამბობს, რომ ნატოს თავდაცვის მინისტრები ფიქრობენ, თუ როგორ აიძულონ რუსეთი, შეასრულოს შეიარაღების კონტროლის უმნიშვნელოვანესი შეთანხმება.
შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ფრთოსანი რაკეტების საზღვართან ახლოს განთავსებით რუსეთმა საშუალო მანძილის ბირთვული ძალების შესახებ შეთანხმება დაარღვია. შეთანხმება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს სახმელეთო ახლო და საშუალო მანძილის ბირთვული რაკეტების განთავსებას უკრძალავს.
"რამდენიმე წელია, მტკიცედ გვჯერა, რომ რუსეთი შეთანხმებას არღვევს. ჩვენი ამოცანაა, რუსეთმა ვალდებულებები კვლავ დაიცვას," განუცხადა მატისმა ჟურნალისტებს ხუთშაბათს, ბელგიაში ყოფნისას, სადაც ის ნატოს კოლეგებს ხვდებოდა.
რუსეთი ბრალდებებს გამუდმებით უარყოფს და შეერთებულ შტატებს შეთანხმების დარღვევაში თავად სდებს ბრალს. მოსკოვის აზრით, პოლონეთსა და რუმინეთში განთავსებული "პატრიოტის" ტიპის სარაკეტო სისტემები შესაძლოა, გადაკეთდეს და რუსეთის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმისათვის იქნას გამოყენებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG