ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეხვედრა ბრიუსელში


ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ჩავლენ

14-15 მაისს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ალიანსის შტაბბინაში შეიკრიბებიან. ისინი 2013 წლის ფორმატში მეორე სამხედრო კომიტეტის სხდომაში მიიღებენ მონაწილეობას. დისკუსიას ნატოს ტრანსფორმირების, ავღანეთის, კოსოვოს და სპეციალური ოპერაციების საკითხებზე სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი კნუდ ბარტელსი გაუძღვება. 14 მაისს მთავარი განსახილველი საკითხი ავღანეთსა და კოსოვოში ალიანსის სამხედრო ოპერაციები იქნება. სამხედრო კომიტეტი ასევე განიხლავს, ავღანეთში ნატოს გეგმებს 2014 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანას ალიანსის ძალები დატოვებენ. კომიტეტის სხდომას ნატოს პარტნიორების - უკრაინის, საქართველოს და რუსეთის თავდაცვის მინისტრებიც დაესწრებიან და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.
XS
SM
MD
LG