ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადმირალი სტავრიდასი ავღანეთის მომავალზე საუბრობს


სტავრიდასი: ავღანეთის მთავრობა და უსაფრთხოების ძალები მოახერხებენ სტაბილურობის შენარჩუნებას

ნატო-ს ევროპული სარდლობის მეთაურის, ადმირალ ჯეიმს სტავრიდასის განცხადებით, მიუხედავათ ავღანეთის წინაშე არსებული ყველა გამოწვევისა მას "ფრთხილი ოპტიმიზმით" შეუძლია იმის თქმა, რომ ქვეყნის მთავრობა და უსაფრთხოების ძალები მოახერხებენ სტაბილურობის შენარჩუნებას. ამასთნ ის იმედს იტოვებს, რომ ავღანეთიდან ჯარების საბოლოოდ გაყვანის შემდეგ ის კვლავ არ იქცევა ტერორისტების კერად.

ადმირალმა ატავრიდასმა აქვე აღნიშნა, რომ ავღანეთის მიერ უსაფრთხოების და თავისუფლების მოხვეჭა შესაძლებელი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით და კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებით, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს გააღრმავებს.
XS
SM
MD
LG