ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყველაზე მნიშვნელოვანი სამიტი ცივი ომის შემდეგ


ვარშავაში მიმდინარე ნატოს სამიტს ექსპერტები ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან სამიტს უწოდებენ. ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ორ-დღიან სამიტში მონაწილეობას მიიღებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც ალიანსის ლიდერები განიხილავენ ალიანსის უსაფრთხოებაზე დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გავლენა იქნება.

შეერთებული შტატების ლიდერმა ევროპელ კოლეგებს უთხრა, რომ ამერიკა გააგრძელებს ევროპის მხარდაჭერას და კონტიტნენტის ერთიანობის მიმართულებით თანადგომას დიდი ბრიტანეთის კავშირიდან გასვლის შემდეგაც.

სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის გაძლიერებულ აგრესიას დაეთმობა.

ვაშინგტონს მიაჩნია, რომ უკანასკნელი 25 წლის მანძილზე პირველად, დადგა დრო, როცა ნატო - მხარდაჭერაში დარწმუნების ნაცვლად - შეკავების სტრატეგიაზე უნდა გადავიდეს.

XS
SM
MD
LG