ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი საერთაშორისო შეთანხმება


ოთხწლიანი მოლაპარაკება ვერცხლისწყლის გლობალურად შეზღუდვის თაობაზე წარმატებით დასრულდა

ერთკვირიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში 140-ზე მეტმა ქვეყანამ მოაწერა ხელი სრულიად ახალ გლობალურ შეთანხმებას, რომელიც დედამიწის ვერცხლისწყლით დაბინძურებას შეზღუდავს. მხარეები დარწმუნებული არიან, რომ ხელშეკრულება ადამიანის და გარემოს ჯანმრთელობის დაცვას მოემსახურება და ზიანს მინიმუმამდე დაიყვანს.

ხელშეკრულების მიღებას წინ 4-წლიანი მოლაპარაკებები უძღოდა, რომელთა მიზანი იმ პროდუქციების გლობალური კონტროლი იყო, რომელიც ვერცხლისწყალს შეიცავს. როგორც ცნობილია, მთელ დედამიწაზე საწარმოო საქმიანობის შედეგად ჰაერში 2 ათას ტონაზე მეტი ვერცხლისწყალი გამოიყოფა. საერთო გადაწყვეტილებით, შეთანხმებას ეწოდა მინამატას კონვენცია ვერცხლისწყლის თაობაზე, რითაც მონაწილეებმა იაპონიის ქალაქს მიაგეს პატივი, იქ მომხდარი ვერცხლისწყლით მიყენებული სერიოზული ჯანდაცვის პრობლემის გამო.
XS
SM
MD
LG