ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნასერს გირაოთი გათავისუფლებაზე უარი ეთქვა


აბიდ ნასერი 2010 წელს დააპატიმრეს ბრიტანეთში, რომლის ექსტრადიცია შეერთებულ შტატებში გასულ კვირას განხორციელდა

ტერორიზმში ეჭვმიტანილი 26 წლის პაკისტანელი აბიდ ნასერი ნიუ იორკის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ნიუ იორკის მეტროს აფეთქების მცდელობის საქმესთან დაკავშირებით. ხუთწუთიანი მოსმენის დროს მოსამართლე რაიმონდ დეარიმ ნასერს გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრა. აბიდ ნასერს ნიუ იორკის მეტროს აფეთქების განზრახვასა და ევროპის ქალაქებში ტერაქტების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებენ.

ნასერს სასამართლოზე მისი ადვოკატი სტივენ ბრონშტეინი წარმოადგენდა, რომელმაც უარი განაცხადა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე.
აბიდ ნასერი 2010 წელს დააპატიმრეს ბრიტანეთში, რომლის ექსტრადიცია შეერთებულ შტატებში გასულ კვირას განხორციელდა.

ამ საქმესთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებში უკვე ორი ადამიანი გაასამართლეს, კიდევ ერთი ეჭვმიტანილი გასულ წელს დააკავეს. შეერთებული შტატების პროკურატურის მტკიცებით, 2008 წელს ალ ყაიდას ლიდერებმა პაკისტანში, ნიო იორკში მცხოვრებ სამ პიროვნებას ტერაქტების მოწყობა დაავალეს.

პროკურატურა ვალდებულია ეჭვმიტანილთა ადვოკატებს ამ საქმესთან დაკავშირებული ყველა დეტალი გააცნოს. როგორც ადვოკატთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი სტივენ ბენჯამინი აცხადებს:

“ მთვარობა ვალდებულია დაცვის მხარეს გადასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ შორის ესპერტიზის შედეგები.“

აბიდ ნასერის საქმესთან დაკავშირებით მომდევნო სასამართლო მოსმენა 7 მარტს გაიმართება.
XS
SM
MD
LG