ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნენსი რეიგანი გარდაიცვალა


აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ნენსი რეიგანი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნენსი რეიგანის წარმომადგენელმა ჯოან დრეიკმა ტელეკომპანია ენ-ბი-სის განუცხადა, რომ ქალბატონი რეიგანი გულის შეტევით გარდაიცვალა.

მას სიმის დაბლობზე, კალიფორნიის შტატში, რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ყოფილი პრეზიდენტის-რონალდ რეიგანის გვერდით დაკრძალავენ. რონალდ რეიგანი 2004 წლის 5 ივნისს გარდაიცვალა.

ნენსი რეიგანის ერთერთი მთავარი ძალისხმევა ნარკოტიკებთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში იყო ინიციატივა "თქვი არა". ბოლო წლებში ის ალცჰეიმერის წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი რონალდ რეიგანის ამ დაავადებით დიაგნოზის შემდეგ, აქტიურად იბრძოდა.

XS
SM
MD
LG