ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაგასაკიში ატომური ბომბის ჩამოგდებიდან 74 წელი გავიდა


იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში, ატომური ბომბის ჩამოგდებიდან 74-ე წლისთავი აღნიშნეს. გადარჩენილებმა და ცერემონიის სხვა მონაწილეებმა 11:02 წთ-ზე, ანუ აფეთქების ზუსტი დროის დაგდომისას, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულების ხსოვნას.

მერმა, თავის გამოსვლაში ამერიკა და რუსეთი, როგორც ატომური ქვეყნები, გააკრიტიკა. ნაგასაკი ჰისორისმას მოთხოვნასაც შეუერთდა იმის შესახებ, რომ იაპონიის მთავრობამ მეტი უნდა გააკეთოს ატომური იარაღის აკრძალვასთან დაკავშირებით.

იაპონიაში 50,000 ამერიკელი ჯარისკაცია ბაზირებული და ქვეყანა ამერიკის ატომური ქოლგის ქვეშაა დაცული. ტოკიოს ატომური იარაღის აკრალვის ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია.

1945 წლის 9 აგვისტოს, ნაგასაკიში ბომბის ჩამოგდება მეორე ატომური შეტევა იყო იაპონიაზე. მაშინ 70,000 ადამიანი დაიღუპა, რასაც მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დანებება მოჰყვა. პირველი ატომური დაბობმვა იმავე წლის 6 აგვისტოს მოხდა. დაბომბვის შემდეგ 140,000 ადამიანი დაიღუპა. გადარჩენილებს კი კიბო ან სხვა დაავადება განუვითარდათ რადიაციული გამოსხივების გამო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG