ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესი და ამერიკელი ხალხი, მალერის გამოძიების დეტალებს დღეს პირველად იხილავს


მთავარი პროკურორი უილიამ ბარი მალერის ანგარიშის შესახებ საჯარო კომენტარს ხუთშაბათ დილით გააკეთებს და ცოტა ხნის შემდეგ ამის ასლებს კონგრესს გაუგზავნის და ინტერნეტზე გამოაქვეყნებს.

კონგრესი და ამერიკელი ხალხი დეტალურად პირველად ნახავს, თუ მალერმა რა გამოიძია იმ დროს, როდესაც ის და ფედერალური გამომძიებლების მისი გუნდი მუშაობდა იმის დასადგენად, ტრამპის კამპანია ან კამპანიის თანამშრომლები, 2016 წლის არჩევნებში ჩარევის საქმეში რუსეთთან თანამშრომლობდნენ თუ არა.

მალერის 400 გვერდიან ანგარიშს გაცნობილმა პირებმა, რომლებიც „ვაშინგტონ პოსტს“ და „ნიუ იორკ თაიმსს“ ესაუბრნენ, თქვეს, რომ ანგარიში მსუბუქი რედაქციით გამოქვეყნდება და ფედერალური გამოძიებისათვის ხელის შეშლის თაობაზე ტრამპის მიმართ ბრალდებებს დეტალურად აღწერს.

მთავარმა პროკურორმა მალერის დასკვნების მისეული შეჯამების მოკლე წერილიუკვე გამოაქვეყნა და ყველაზე საგულისხმო ის არის, რომ ტრამპის კამპანია რუსეთთან გარიგებაში არ შესულა და ბარის თვალსაზრისით, მალერისგან მიწოდებული ინფორმაცია არ აჩვენებს საკმარის ინფორმაციას იმისთვის, რომ პრეზიდენტის მიერ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებებს საფუძველი გააჩნდეს.

XS
SM
MD
LG