ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელები 2016 წლის არჩევნებისთვის ემზადებიან


2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა დემოკრატიული პარტიიდან შესაძლოა ჰილარი კლინტონმა და ჯო ბაიდენმა მიიღონ

ახალი საზოგადოებრივი კვლევის შედეგების მიხედვით 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიიდან მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატთა ვინაობა გამოკვეთილი არ არის.
შესაძლოა ძალიან ნაადრევი იყოს დღეს ამერიკის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ფიქრი, თუმცა ეს არ უშლის ხელს ექპერტებს და სოციოლოგებს რომ 2016 წლის მოსავალი უკვე დღეს განიხილონ.

ქუინიპიკის უნივერისტეტის სოციოლოგმა პიტერ ბრაუნმა რესპუბლიკური პარტიის რამდენიმე პოტენციურ კანდიდატურას გადახედა და ამბობს რომ ამ დროისთვის საწყის ეტაპზე ეს სივრცე საკმაოდ ფართოდ არის გახსნილი.

პიტერ ბრაუნი: დღეის მონაცემებით შეიძლება ითქვას, რომ რესპუბლიკურ პარტიაში რეალური ფავორიტი არ არსებობს. არის ხუთი პოტენციური კანდიდატი, რომელთა რეიტინგი მოსახლეობაში 10-დან 19 პროცენტამდე მერყეობს.

გამოკითხვამ აჩვენა რომ, ფლორიდის შტატის სენატორი მარკო რუბიო 19 პროცენტიანი მხარდაჭერით რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების პრეტენდენტების სათავეშია. მას ვისკონსინის შტატის წარმომადგენელი პოლ რაიანი მოყვება 17 პროცენტით, კენტუკის შტატის სენატორს რანდ პოლს 15 პროცენტი ჰქონდა, ნიუ ჯერსის შტატის გუბერნატორს ქრის ქრისტის 14, ხოლო ფლორიდის ყოფილ გუბერნატორს ჯებ ბუშს 10 პროცენტი.

ბრაუნი ამბობს რომ, რესპუბლიკელთა ამომრჩევლების უმრავლესობა 2008 წლის და გასული წლის დამარცხების შემდეგ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს უკვე გამარჯვებას მოელის.

2016 წლის საპრეზიდენტო გეგმების და კანდიდატების შესახებ დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიები სავარაუდოდ მომავალი წლის კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე არ გამოაცხადებენ.

ამერიკული უნივერსიტეტის პოლიტიკური ექსპერტი ალან ლიხტმანი ამბობს რომ, რესპუბლიკელები ახლა მთავარ გათვლას იმაზე აკეთებენ რომ, მომავალი წლის არჩევნებზე წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა შეინარჩუნონ.

ალან ლიხმანი: დღეისათვის ეს პარტია ძალიან დასუსტებულია. ძალიან ცოტა ადამიანი იწონებს მათ, ამიტომ რაღაც უნდა შეცვალონ.

სოციოლოგი პიტერ ბრაუნი ამბობს რომ, ქუინიპიკი სულ მალე, მომავალ თვეს ახალ კვლევას ჩაატარებს უკვე დემოკრატიულ პარტიაში არსებულ სიტუაციაზე 2016 წლის საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით. ბარაკ ობამა თავის პრეზიდენტობის ორ ვადას 2016 წლისთვის დაასრულებს.

პიტერ ბრაუნი: დემოკრატებთან არსებობს კითხვა, იყრის თუ არა კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. ამ თემაზე გამოკითხვის სრული სურათი არ არსებობს, თუმცა ზოგიერთი შტატის მიხედვით მას საკმაოდ კარგი რეიტინგი აქვს.

ტელეკომპანია ეი-ბი-სის ვაშინგტონის გამოკითხვის თანახმად , რომელიც იანვარში იყო, მოსახლეობის 67% ჰილარი კლინტონს მაღალ შეფასებას აძლევს როგორც სახელმწიფო მდივანს , სენატორს და ყოფილ პირველ ლედის.

ორგანიზაცია „ მარისტის“ ახალი გამოკითხვის მიხედვით, თუკი იგი კენჭს იყრის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ადვილად დაამარცხებს დემოკრატების მიერ წარდგენილ სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებს ნიუ ჯერსის გუბერნატორის, ქრისტის გამოკლებით ,რომელმაც მას მხოლოდ სამი პუნქტით გაუსწრო შედეგით 46 დან 43 პუნქტამდე.

შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენსაც ჰქონდეს. ასევე საპრეზიდენტო მარათონში შეიძლება ვიხილოთ ახალი სახეები. როგორიცაა ნიუ იორკის გუბერნატორი ანდრიუ ქუომო და მერილენდის გუბერნატორი მარტინ ო’ მელლეი.
XS
SM
MD
LG