ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფი დაუყონებლივ უნდა გადადგეს


შეერთებული შტატები აგრძელებს პარტნიორობას საერთაშორისო კოალიციასთან, რომელიც ლიბიის სახელმწიფოს თავზე არასაფრენ ზონას ახორციელებს. მისი მიზანია ლიბიელი ხალხი პოლკოვნიკ მუამარ კადაფის მომხრე არმიის ავაზაკური თავდასხმებისგან დაიცვას. პარალელურად ამერიკა რეგიონში სამგანშტოებიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრატეგიას მიმართავს, რომელიც კადაფის დესპოტიზმის აღკვეთას ითვალისწინებს.

საერთაშორისო საზოგადოება ლიბიის ლიდერს გადადგომისკენ მოუწოდებს. პოლკოვნიკმა კადაფიმ და მისმა ოჯახმა ყოველგვარი ლეგიტიმურობა ამოწურა. თურქეთიც შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, რომლებიც ლიბიის ხელისუფალს დაუყოვნებლივ წასვლას სთხოვენ. შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და საფრანგეთში კადაფის მხარდამჭერი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევეს. ლიბიის ხელისუფლება ამჟამად ირაღის ემბარგოს, არასაფრენი ზონის, გაყინული საბანკო ანგარიშების და მოგზაურობის აკრძალვის პირობებში ფუნქციონირებს. კადაფის რეჟიმის იზოლაციის პირობები ყოველდღიურად კიდევ უფრო ღრმავდება.

ამავე დროს შეერთებული შტატები ლიბიელი ხალხის კანონიერი მოთხოვნების მაქსიმალური მხარდაჭერის სტრატეგიას ახორციელებს. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯეიმს სტეინბერგმა კონგრესის ამასწინანდელ მოსმენაზე განაცხადა, რომ ლიბიელი ხალხი „წარმატებულ დემოკრატიულ გარდამავალ პერიოდზე გადასვლას იმსახურებს. ისევე, როგორც ეს მათ მეზობლად -ეგვიპტეში და ტუნისში- მოხდა. ლიბიის ოპოზიციას მრავალი ამერიკელი კანონმდებელი შეხვდა. „მთავარია მოხდეს სიტყვებისა და ქმედებების თანხვედრა“ აცხადებს ბატონი ჯეიმს სტაინბერგი, მისივე თქმით : „ ჩვენ კმაყოფილები ვართ გარდამავალი ეროვნული საბჭოს განცხადებებით, რომლებიც დემოკრატიის, პატიმრების მიმართ ჰუმანური მოპყრობის, ადამიანის უფლებებისა და ტერორიზმის შესახებ საუბრობენ.’ ამის ფონზე ამერიკა მზადაა გამოყოს 25 მილიონი დოლარი რომელიც ჰუმანიტარულ საშუალებებს მოხმარდება.

ლიბიაში ერთ-ერთ მთავარ ამოცანას მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა წარმოადგენს. ამერიკა ჩართულია როგორც ლიბიის შიგნით მყოფი მოსახლეობი,ს ისე საბრძოლო მოქმედებების შემდეგ გაქცეული ლიბიელების დახმარებაში. ამ დროისათვის ამერიკამ 53 მილიონი დოლარი დახარჯა ევაკუაციასა და მოსახლების ერთი მესამედის რეპატრიაციაზე, ასევე ლტოლვილთათვის საკვებისა და მედიკამენტების მიწოდებაზე.

კადაფიმ იციას რა უნდა გააკეთოს, ძალადობა უნდა დასრულდეს. ჯარმა უკან უნდა დაიხიოს. ჰუმნიტარული ტვირთი თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდეს და ბოლოს, კადაფი უნდა წავიდეს. ეს ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ლიბიელმა ხალხმა დამოუკიდებელი და თავისუფალი საზოგადოება ააშენოს.

XS
SM
MD
LG