ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის ორ ქალაქში მეჩეთებს პოლიცია იცავს


"მე მასწავლებელი ვარ" - ფრანგები, პატივს მიაგებენ მოკლული მასწავლებლის ხოსვნას. პარიზი, რესპუბლიკის მოედანი, 2020 წლის 18 ოქტომბერი.
"მე მასწავლებელი ვარ" - ფრანგები, პატივს მიაგებენ მოკლული მასწავლებლის ხოსვნას. პარიზი, რესპუბლიკის მოედანი, 2020 წლის 18 ოქტომბერი.

ბორდოსა და ბეზიერში მეჩეთებს პოლიცია იცავს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მეჩეთების საფრთხეებისაგან ან ძალადობრივი ქმედებებისგან დაცვა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სთხოვა.

ბეიზერში მდებარე არ-რაჰმას მეჩეთმა პოლიციას საჩივრით მას შემდეგ მიმართა, რაც სოციალურ ქსელზე მუქარის წერილები მიიღეს, მათ შორის, მეჩეთის დაწვის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი რადიო, „France bleu“ ავრცელებს.

„რესპუბლიკის მიწაზე ასეთი ქმედებები მიუღებელია“ - აცხადებს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჯერალდ დარმანინი.

მეჩეთის წინააღმდეგ მუქარები მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსკოვიდან ემიგრირებულმა, ეთნიკურმა ჩეჩენმა მოსწავლემ პარიზის ჩრდილო-დასავლეთით, ისტორიის მასწავლებელს თავის მოკვეთა. მანამდე, მასწავლებელმა მოსწავლეებს მუჰამედის კარიკატურა აჩვენა, როგორც გამოხატვის თავისუფლების ნიმუში.

თავდასხმელი პარასკევს, სამართალდამცავების მიერ დაკავების დროს დაიღუპა.

მანამდე მან მოასწრო თავის "ტვიტერის" ანგარიშზე მოკლული მასწავლებლის სურათის განთავსება და დანაშაულზე პასუხიმსგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

47 წლის მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე, სამართალდამცავებმა 11 კაცი დააკავეს. პრეზიდენტმა მაკრონმა მომხდარს „ისლამისტური ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა.

საფრანგეთის პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანას, სოციალური ქსელით სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მუქრის გავრცელების შესახებ კანონი სჭირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG