ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკური ანგარიშსწორება თუ პასუხი ხულიგნობას?


Nadezhda Tolokonnikova (L) and Maria Alyokhina, members of female punk band "Pussy Riot", look out from the defendent's cell in a courtroom in Moscow July 30, 2012.

მოსკოვში "ფუსი რაიოტის" სამი წევრის სასამართლო პროცესი გაიმართა.

მოსკოვის სასამართლოში დღეს სამი ახალგაზრდა ქალის წინააღმდეგ სასამართლო სხდომა გაიმართება. გოგონებს წლის დასაწყისში დედაქალაქის მთავარ საკათედრო ტაძარში პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის ორგანიზება ედება ბრალად.

სამეული, რომელთაგან ყველა პან-როკ ჯგუფის პუსი რაიოტის წევრები არიან, საკათედრო ტაძარში შეიჭრა და სიმღერით, მარიამ ღვთისმშობელს პუტინის განდევნას მოუწოდებდნენ. სამივე გოგონა მარტში დააკავეს და მას მერე ისინი სასამართლოს ელიან. დღევანდელ სხდომაზე მათ თავი უდანაშაულოდ სცნეს.

აღნიშნული საპროტესტო აქცია რუსეთში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე შედგა. გოგონებს ხულიგნობის მუხლით ასამართლებენ. გამამტყუვნებელი განაჩენის შემთხვევაში სასჯელი შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა იქნება.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ასეთი სასჯელი არაპროპორციული იქნება.
XS
SM
MD
LG