ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი დუბლინის წინააღმდეგ


მოსკოვი დუბლინის წინააღმდეგ

რუსეთსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური სკანდალი გრძელდება. მას შემდეგ, რაც ირლანდიამ ქვეყნიდან რუსი დიპლომატი გააძევა, მოსკოვი ადექვატური ზომის მიღებით დაიმუქრა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმირ ტიტოვმა დღეს განაცხადა, რომ „არამეგობრული ნაბიჯი არ დარჩება შესაბამისი რეაქციის გარეშე.“ სკანდალი გუშინ დაიწყო. ირლანდიამ რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა, მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ის ჩართული იყო ექვსი ირლანდიელი მოქალაქის პირადობის დოკუმენტების მოპარვაში. ირლანდიის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთი მოპარულ დოკუმენტებს შეერთებულ შტატებში ჯაშუშური საქმიანობისთვის იყენებდა.

XS
SM
MD
LG