ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ისევ დაბომბეს ბაზა, რომელზეც ამერიკული ძალებია განლაგებული


ბალადის სამხედრო ბაზა. 2015 წლის ფოტო.
ბალადის სამხედრო ბაზა. 2015 წლის ფოტო.

დღეს, ერაყში მდებარე ბალადის საჰაერო ბაზას, რომელიც შეერთებული შტატების არმიას უკავია, ნაღმტყორცნებიდან დაბომბეს. ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს. ერიშის შედეგად 4 ერაყელი ჯარისკაცი დაიჭრა.

სააგენტოს ადგილობრივმა წყაროებმა აცნობეს, რომ აფეთქებები ძირითადად თვითმფრინავების ასაფრენ ბილიკზე მოხდა. ბალადის სამხედრო ბაზა ბაღდადიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 80 კილომეტრში მდებარეობს.

ოთხშაბათს, ირანმა ერაყის ორი სამხედრო ბაზა დაბომბა, რომელზეც შეერთებული შტატების და საერთაშორისო კოალიციის ქვედანაყოფები არიან განლაგებული. მოქმედების მცირე რადიუსის მქონე 16 ბალისტიკური რაკეტით განხორციელებულ იერიშს, ამერიკელ სამხედროთა შორის მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაზიანებულია რამდენიმე შენობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG