ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორსის დებიუტი გაეროში


ეგვიპტის პრეზიდენტმა ისრაელ-პალესტინის პრობლემებზე ისაუბრა

ოთხშაბათს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ეგვიპტის ახლადარჩეული პრეზიდენტი, მოჰამედ მორსი სიტყვით პირველად წარსდგა. გუშინვე, ირანის პრეზიდენტი ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოვიდა.

ეგვიპტის პრეზიდენტმა ასამბლეას საკუთარი თავი ქვეყნის სამოქალაქო პრეზიდენტად გააცნო და აღნიშნა, რომ იგი პირველი პრეზიდენტია, ვინც ეგვიპტემ დემოკრატიული გზით, მშვიდობიანი რევოლუციის შემდეგ აირჩია.

მოჰამედ მორსიმ, ასევე, ისაუბრა იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში წინასწარმეტყველი მუჰამედის ვიდეოს გამო წარმოიშვა. მორსის აზრით, დღესდღეობით, საერთაშორისო საზოგადოებას პრობლემებს ისრაელ-პალესტინას შორის დაუსრულებელი კონფლიქტი უქმნის.
XS
SM
MD
LG