ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპროტესტო აქცია მაროკოში


მაროკოს დედაქალაქ რაბათში საპროტესტო აქცია გაიმართა. მაროკოელები იმ კანონებს აპროტესტებენ, რომლის გამოც 16 წლის გოგონამ თავი მოიკლა.

ამინა ფილალი 15 წლის ასაკში გააუპატიურეს. მაროკოს კანონმდებლობით თუკი დამნაშავე დაზარალებულზე იქორწინებს, მას სასჯელის თავიდან აცილება შეეძლება. არასრულწლოვან ამინას მოსამართლემ და დედამ გათხოვება უბრძანეს. ერთი კვირის წინ ის იძულებული გახდა თავი თაგვის საწამლავით მოეკლა.

ორგანიზაცია „გლობალური უფლებების“ (Global Rights) სპიკერი სტეფანი ბორდათსი ამბობს, რომ სამწუხაროდ „არაბული გაზაფხულის“ შემდეგ განწყობები ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ქალთა კიდევ უფრო მეტი დისკრიმინაციისკენ იცვლება. „მიმაჩნია, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციები ფხიზლად უნდა იყვნენ და სიტუაციის გაუარესებას წინ ერთად აღუდგნენ“ - განაცხადა მან.

XS
SM
MD
LG