ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიას დამატებითი სანქციები დაუწესდება


სირიას დამატებითი სანქციები დაუწესდება
სირიას დამატებითი სანქციები დაუწესდება

გაეროს უშიშროების საბჭო დღეს რეზოლუციის პროექტს განიხილავს, რომელიც მომავალში სირიის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებას ითვალისწინებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების გამო.

დიპლომატები იმედოვნებენ, რომ რეზოლუციის პროექტს კვირის ბოლომდე უყრიან კენჭს. პროექტი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და პორტუგალიის ინიციატივით შეიქმნა, რომელიც სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ არის მიმართული.

სირიის ჯარები ტანკების და სამხედრო შვეულმფრენების გამოყენებით აგრძელებენ რეიდებს არმიიდან წასული ყოფილი სამხედროების წინააღმდეგ, რომლებიც მთავრობას შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ.

ადამიანის უფლებათა დამცავი აქტივისტების განცხადებით ქალაქ ჰომსში სირიის უშიშროების ძალებმა კიდევ 6 ადამიანი მოკლეს, ორი ადამიანი კი იდლიბის პროვინციაში გამოასალმეს სიცოცხლეს.

XS
SM
MD
LG