ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუდაპეშტში ჩაძირულ გემზე დაღუპულები იპოვეს


უნგრეთის დედაქალაქში, მდინარე დუნაიზე გასულ თვეს მომხდარი კატასტროფის შემდეგ, ჩაძირული გემის ნარჩენების ამოტანა გრძელდება, სადაც დღეს, დამატებით, 4 ცხედარი იპოვეს.

მცირე ზომის ტურისტულ გემს "მერმეიდი" 29 მაისს, უნგრეთის პარლამენტის პირდაპირ მდებარე მარგიტის ხიდის ქვეშ, დიდი ზომის საკრუიზო ხომალდი დაეჯახა, რის შედეგადაც ის უცებ ჩაიძირა. დაიღუპა სულ ცოტა, 20 მგზავრი. 9 ადამიანის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

"მერმეიდის" ბორტზე უნგრული ეკიპაჟის 2 წევრი და 33 სამხრეთ კორეელი ტურისტი იმყოფებოდა. გემზე მყოფთაგან მხოლოდ 7 ადამიანი გადარჩა.

ადამიანთა სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების გამო, უნგრეთის პოლიციამ "ვიკინგის" კომპანიის საკრუიზო ხომალდის წარმოშობით უკრაინელი კაპიტანი დააკავა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG