ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამკვირვებლების ინფორმაციით, სირიაში ათობით ადამიანია დაღუპული


სირიული არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მეამბოხეების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მიტანილი საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

ბრიტანეთში ბაზირებული ორგანიზაცია, ადამიანის უფლებების სირიული ობსერვატორია აცხადებს, რომ საჰაერო იერიშის სამიზნე იდლიბის პროვინციის სოფელი ზარდანა იყო.

ფრანგული საინფორმაციო სააგენტო AFP-ის კორესპონდენტის ინფორმაციით, ათობით დაშავებული ადგილობრივ საავადმყოფოშია მოთავსებული. მათ შორის არიან ქალები, ბავშვები, მოხუცები და მოხალისე მაშველები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG