დღეს მონღოლეთში ახალ პრეზიდენტს ირჩევენ. მოსახლეობა არჩევანს სამ კანდიდატს შორის აკეთებს. დამკვირვებელთა ვარაუდით, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი მოქმედ პრეზიდენტს ელბეგდორ ცახიას აქვს, რომელიც მოგების შემთხვევაში მეორე ვადით შეუდგება მოვალეობის შესრულებას. მას განათლება ჰარვარდის უნივერსიტეტში აქვს მიღებული. ის მოსახლეობას კორუფციის დამარცხებას და უცხოური ინვესტიციებით ქვეყნის განვითარებას პირდება.
ელბეგდორის მთავარი მეტოქეა ყოფილი ჩემპიონი ჭიდაობაში ბათერდენ ბადმანიამბუ. ის ოპოზიციურ სახალხო პარტიას წარმოადგენს და მოსახლეობას გარემოს დაცვას და ეროვნულ ერთიანობას პირდება. მესამე კანდიდატი კი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ნაცაგ უდვალია. ის პირველი ქალბატონია, რომელიც მონღოლეთის პრეზიდენტობისთვის იბრძვის.