ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მონეს ბაღი ნიუ იორკშია


ნიუ იორკის ბოტანიკურ ბაღში კლოდ მონეს ბაღის ასლი გააკეთეს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ნიუ იორკის ბოტანიკურ ბაღში, რომელიც ბრონქსში 100 ჰექტარ მიწაზეა გადაჭიმული, რამდენიმე თვეა დამთვალიერებლები ფრანგი იმპრესიონისტის, კლოდ მონეს ბაღს სტუმრობენ. მონესა და მისი ყვავილების თაყვანისმცემლებს ნიუ იორკის ბოტანიკურმა ბაღმა ფრანგი მხატვრის შთაგონების წყაროს - ჟივერნის ბაღის ასლი გაუხსნა.

„ჩემს მხატვრობას ყვავილებს უნდა ვუმადლოდე,“ - თქვა ერთხელ კლოდ მონემ და მართლაც ფრანგმა იმპრესიონისტმა შემოქმედების ცხოვრების დიდი ნაწილი საფრნაგეთში, მშობლიურ სოფელ ჟივერნიში, საკუთარი ბაღის ყვავილების ხატვაში გაატარა. ნიუ იორკის ბოტანიკურმა ბაღმა კლოდ მონეს ნახატების დახმარებით ამ ბაღის ზუსტი ასლი შექმნა. კარენ დაუბმანი გამოფენის დირექტორია:

„მონე არაჩვეულებრივი მებაღე იყო. იგი ყვავილებისგან ულამაზეს კომბინაციებს ქმნიდა. ჟივერნის ბაღი ჩვენი ბოტანიკური ბაღის ერთერთი დამამშვენებელი ნაწილია.“

From Giverny to Bronx: 'Monet's Garden' Flowers in NY
From Giverny to Bronx: 'Monet's Garden' Flowers in NY
​წარწერა - „გრანდ ალე“ - ჟივერნიში კლოდ მონეს სახლის კარს დღესაც ამშვენებს. ბაღში კი ასობით ვარდი, ზამბახი, გეორგინა და გვირილა ხარობს.

„ეს ცისფერი შროშანებია. მონეს ბაღის და მისი შემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი ყვავილი. მონე გამუდმებით ხატავდა შროშანებს. მისთვის ასევე ძვირფასი იყო მზესუმზირები და ვარდები. ამიტომაც მონეს ბაღში ყველაზე დიდი ადგილი ამ ყვავილებს უჭირავთ.მის ტილოებზე სხვადასხვა ფერის ვარდებსაც ნახავთ. ჩვენც გადავწყვიტეთ ბაღის ყველა ნაწილში ვარდის სხვადასხვა სახეობა დაგვერგო.“

კლოდ მონე ფრანგული იმპრესიონიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელია. იგი ჟივერნიში საკუთარი ბაღის ყვავილებს სიცოცხლის ბოლომდე ხატავდა.
ფრანგი იმპრესიონისტის ბაღს სამშობლოში უამრავი ტურისტი სტუმრობს. დღემდე დიზაინერები ბაღის გაფორმების დროს მხატვრის მიერ შექმნილი ბაღის დიზაინით სარგებლობენ.

„კლოდ მონე ჟივერნის ბაღში ყველა ყვავილს საკუთარი გემოვნებით არჩევდა. ამიტომაც თქვა ერთხელ: ჩემი შემოქმედების ყველაზე ლამაზი ნიმუში ჩემი ბაღი გახლავთო.“

ნიუ იორკის ბოტანიკურ ბაღში ჟივერნის ბაღი დამთვალიერებლებს ყველაზე მეტად იზიდავს. თბილ დღეებში მონეს წყლის შროშანებით სავსე შადრევანთან ჯდომას არაფერი არ სჯობს:

„მინდა საფრანგეთში მონეს ჟივერნის ბაღის ორიგინალი ვნახო, მაგრამ აქაც არანაკლებ ლამაზი სანახაობაა,“ - ამბობს ბაღის ერთ-ერთი დამთვალიერებელი.

Monet Gardens
Monet Gardens
ნიუ იორკში ჟივერნის ბაღის გამოფენაზე კლოდ მონეს ფოტოარქივიდან ჟივერნის ბაღის ფოტოებია წარმოდგენილი. გამოფენის დამამშვენებელი ნაწილი კი, მონეს ერთ-ერთი ტილოა, რომელიც შეერთებულ შტატებში წელს პირველად ჩამოიტანეს. ამ ტილოზეც კლოდ მონეს მისთვის საყვარელი ყვავილები - ზამბახები დაუხატავს.
XS
SM
MD
LG