ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხმის გამოფენა „მომაში“


თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გახსნილი გამოფენის თემა ხმაა და იქ არა დამთვალიერებლები, არამედ მსმენელები იყრიან თავს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:37 0:00
ბმული

ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, რომელსაც შემოკლებით „მომას“ (MOMA) უწოდებენ, მეტად უჩვეულო გამოფენა გაიხსნა. კურატორი ბარბარა ლონდონი გამოფენის სპეციფიკაზე მოგვითხრობს. როგორც ჩანს, იქ მისული სტუმრებისთვის სრული მოულოდნელობაა ის, რომ ისინი მუზეუმის დამთვალიერებლების ნაცვლად, უეცრად მსმენელები ხდებიან.

მუზეუმში მიმავალი ადამიანი, „მომას“ სივრცეში შემოაბიჯებს თუ არა, ელოდება, რომ რაიმე ტრადიციულს ნახავს, ისეთს, როგორიც დავუშვათ, პიკასოა. მაგრამ ამჯერად მათ არასტრანდარტული და გასაოცარი გამოფენა ელოდებათ. მგონი, ცოტა შეცბუნებულებიც ჩანან“ - ამბობს კურატორი.

ვიზუალური სანახაობის მოყვარულებს იქ ხვდებათ რიჩარდ გარეტის კომპოზიცია „ჩემ წინ“ (Before Me). მუსიკალური ეფექტი იქ მინის და მარმარილოს მეტალის ყალიბებზე ტრიალით გამოცემული ხმით არის გაძლიერებული.

ჰონგ კაი ვანგის ფონოგრამა ხმის, ვიდეოს და ისტორიული მეხსიერების კომბინაციას წარმოადგენს. მასში ტაივანელი პენსიონერები იმ მელოდიებს იგონებენ, რომელიც შაქრის პლანტაციებში მუშაობის დროს აქვთ გაგონილი. კომპოზიციასაც ასე ჰქვია “მუსიკა მუშაობის დროს” (Music While We Work).
მუზეუმის კურატორის თქმით, გამოფენაზე სულ 16 ხელოვანია წარმოდგენილი. მათ მიერ მომზადებულ კომპოზიციებს ბევრი რამ აქვთ საერთო: „ვფიქრობ, რომ ავტორებს სურთ, რომ თქვენ მოუსმინოთ, შემდეგ პაუზის ღილაკს დააჭიროთ და მცირე შეყოვნების შემდეგ, ისევ გააგრძელოთ მოსმენა. თითქოს გვეუბნებიან: მოიცადეთ, შეყოვნდით. სამყაროში პოეზიის და სილამაზის უამრავი ფორმა შეიძლება ვიპოვოთ“ - ამბობს ბარბარა ლონდონი.

აქ ისეთ ხმებსაც მოისმენთ, რომელთა გაგება დამხმარე ხელსაწყოების გარეშე, პრაქტიკულად შეუძლებელია. ნორვეგიელი ხელოვანის, ჯანა უინდერინის კომპოზიციას „ულტრამინდორი“ (Ultrafield) ქვია. უინდერინმა ექოლოკაციური ხელსაწყოების მეშვეობით, რომელიც ერთგვარად რადარის მოქმედების მსგავსია და ძალზე მგრძნობიარე მიკროფონებითაა აღჭურვილი, ისეთი ხმები ჩაწერა, რომელსაც ადამიანის ყური ჩვეულებრივ ვერასოდეს იგებს. ეს არის ორი მილიმეტრი სიგრძის მქონე ზღვის ხოჭოების ხმა. ამით ნორვეგიელ ხელოვანს სურს გამოფენის სტუმრების ყურადღება ეკოლოგიურ პრობლემებზეც გადაიტანოს და ეკოსისტემების გაფრთხილების და გადარჩენის აუცილებლობაზეც დააფიქროს. ჯანა უინდერინი ამბობს, რომ დედამიწას ფარული გზავნილები აქვს და ჩვენ მათ ჯადოსნურ ხიბლს უნდა ჩავწვდეთ.

„ჩემი ექსპონატები ბნელ კუთხეშია მოთავსებული. იმედი მაქვს ადამიანები ნაბიჯს შეანელებენ, შეყოვნდებიან, მოისმენენ, ისიამოვნებენ. აქ სმენის გამოცდილებაც მნიშვნელოვანია. აუცილებელი არ არის დაფიქრდე, თუ რა არის ეს, რა გზავნილი მაქვს მე, როგორც ხელოვანს, მუზეუმის სტუმრებისთვის“ - ამბობს ის.

ზოგიერთი კომპოზიცია იმდენ ხმას მოიცავს, რომ მათი აღქმაც კი საკმაოდ რთულია. მათ შორისაა ტრისტან პერიჩის „მიკროტონალური კედელი“, რომელიც სპეცეფექტების საშუალებით განსხვავებულ ხმას გამოსცემს და იმის მიხედვით, უახლოვდები მას, თუ სცილდები, სულ სხვადასხვანაირად აღიქვამ. ავტორი გვიხსნის, რომ მას სპეცეფექტებისთვის 1 500 სხვადასხვა ზომის ხმის გამაძლიერებელი აქვს დაყენებეული. თითოეული ინდივიდუალურ ხმას გამოსცემს და სრულიად უნიკალურ ემოციას იწვევს.

ტრისტან პერიჩის ნამუშევარი „მომას“ მართლაც უჩვეულო გამოფენაზე ყველაზე დიდ ყურადღებას იქცევს. ხმის დამუშავების დანარჩენ ინოვატორთა მიდგომა რამდენიმე სხვადასხვა დარგის ელემენტებს მოიცავს, მათ შორის - არქიტექტურას, ვიზუალურ ხელოვნებას, კომპიუტერულ პროგრამირებას, და რა თქმა უნდა მუსიკას. გამოფენაზე ჩერნობილის ხმის, ნიუ იორკის 59 ზარის, თუ უამრავი ძალზე მრავალფეროვანი და საინტერესო ხმის მოსმენა შეიძლება. თავად ავტორებიც სულ სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. მათ შორის: ურუგვაიდან, შოტლანდიიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან, დანიიდან და ასე შემდეგ.
XS
SM
MD
LG