ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფედერიკა მოგერინიმ თბილისში შეხვედრები გამართა


თბილისში პირველ ვიზიტს მართავს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი. საქართველოს პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მოგერინიმ განაცხადა, რომ საქართველოს ნაბიჯები ვიზალიბერალიზაციის პროცესებში პოზიტიურია.

საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მოგერინისგან მიღებული პოზიტიური მესიჯები იმედისმომცემია.

მოგერინი დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა. მათი თქმით, შეხვედრაზე მედიის თავისუფლების საკითხებზეც ისაუბრეს.

მოგერინიმ მონაწილეობა მიიღოსაერთაშორისო კონფერენციაში -„გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“. კონფერენცია საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირისა და გაეროსთან თანამშრომლობით ტარდება.

XS
SM
MD
LG