ბოსტონის აფეთქებაში ეჭვმიტანილი ორივე ძმა ამერიკაში კანონიერი გზით იყო შემოსული. ამ ფონზე, ზოგიერთი რესპუბლიკელი კონგრესმენი აცხადებს, რომ უარესი ინციდენტები შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ საემიგრაციო რეფორმა ზედმეტად ლიბერალურად იქნება გატარებული.
დეკოკრატი სენატორი პატრიკ ლიჰი აცხადებს, რომ ბოსტონის ტრაგედია არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის.
„არავის უნდა მიეცეს საშუალება ამ ორი ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ჩადენილმა უმძიმესმა დანაშაულმა მილიონობით შრომისმოყვარე ადამიანის ოცნებების ასრულება შეუძლებელი გახადოს.“
ლიჰი სენატის იურიდიული კომიტეტის თამჯდომარეა, რომელმაც მომავალ ორშაბათს საემიგრაციო კანონპროექტი უნდა განიხილოს. სავარაუდოდ, ახალი კანონპროექტი 11 მილიონი არალეგალი ემიგრანტისთვის ამერიკის მოქალაქეობის მიღების გზებს დასახავს. მის ტექსტში ასევე შეტანილი იქნება საზღვრის დაცვის გამკაცრებული პროცედურები და იმ დამსაქმებლების დასჯის მექანიზემბი, რომლებიც არალეგალ იმიგრანტებს ქირაობენ სამსახურებში.
ლიჰი ამბობს, რომ საემიგრაციო რეფორმა, სხვა თუ არაფერი, ამერიკაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დახვეწას შეუწყობს ხელს:
„კანონპროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დაცვას. ის დაგვეხმარება ძალისხმევის მობილიზება გავაკეთოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც ჩვენთვის დარტყმის მოყენება სურს. ისეთ ძლიერს ერს, როგორიც ამერიკაა, შეუძლია დაჩაგრული და რეპრესირებული ადამიანების საკუთარი კალთის ქვეთ შეფარება და ამის ისე გაკეთება, რომ ჩვენს უსაფრთხოებას ზიანი არ მიადგეს.“
იურიდიული კომიტეტის ყველაზე მაღალი რანგის მქონე რესპუბლიკელმა წევრმა ლიჰის კომენტარი გააკრიტიკა იმის თაობაზე, რომ საემიგრაციო რეფორმის გატარების ოპონენტები ბოსტონის აფეთქებას საკუთარი პოზიციის გასამყარებლად იყენებენ.
ჩარლზ გრასლის თმით, დემოკრატები ბოსტონის ტრაგედიას პოლიტიკასთან აკავშირებენ და ამბობენ, რომ ის რაც ბოსტონში და კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუთაუნის დაწყებით სკოლაში მოხდა, პირდაპირ უკავშირდება ამერიკაში იარაღის კონტროლის მკაცრი მექანიზმების არსებობის საჭიროებას. გრასლის თქმით, ამ არგუმენტების წამოჭრის ნაცვლად პარტიებმა კარგად გააზრებული და არგუმენტირებული დებატები უნდა აწარმოონ.
„ჩემი აზრით, ყოველ 25 წელში ერთხელ ემიგრაციის თემას სერიოზულად განვიხილავთ და ვცდილობთ ყველა სავარაუდო შესაძლებლობა განვიხილოთ. ახლაც სწორედ ეს დროა და ამ შესაძლებლობით უნდა ვისარგებლოთ.“
რესპუბლიკელმა სენატორმა განაცხადა, რომ საემიგრაციო რეფორმამ, რომელიც 1980-ან წლებში იქანა მიღებული, ვერ შეძლო აღეკვეთა არაკანონიერი ემიგრანტების მიერ ამერიკის საზღვრების გადაკვეთის სიხშირე. აქედან გამომდინარე, კანონმდებლებს აკისრიათ ვალდებულება, წარსულში დაშვებული შეცდომები აღარ გაიმეორონ.
„ჩემს გარდა კიდევ 92 სენატორია, რომლებსაც საშუალება უნდა მიეცეთ დახვეწონ საემიგრაციო კანონმდებლობა.“
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების უმრავლესობა საემიგრაციო რეფორმის გატარების მომხრეა. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რამდენად წარმატებულად გაივლის საემიგრაციო კანონპროექტი კონგრესის ორივე პალატას.