ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომნი პრაიმერებზე მორიგ წარმატებას აღწევს


მიტ რომნიმ კონეკტიკუტში, დელავერსა და როდ აილენდში გამართულ პრაიმერებში გამარჯვება მოიპოვა. ეს კი რესპუბლიკური პარტიიდან საპრეზიდენტო ნომინაციისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. სავარაუდოდ ის პენსილვანიასა და ნიუ იორკის შტატებშიც მიაღწევს წარმატებას. ამ დროისათვის რომნის სერიოზული მეტოქე უკვე აღარ ჰყავს. რიკ სანტორუმი მარათონს ორი კვირის უკან გამოეთიშა, წარმომადგენელთა პალატის ყოფილ სპიკერს ნიუტ გინგრიჩს და კონგრესმენ რონ პოლს კი დელეგატების მხოლოდ მცირე ნაწილი უჭერს მხარს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიტ რომნის საპრეზიდენტო ნომინაცია უკვე გარანტირებული აქვს.
XS
SM
MD
LG