ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მინსკის ცენტრში ხალხმა თავი მოიყარა


მინსკის ცენტრში ხალხმა თავი მოიყარა

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ალექსანდერ ლუკაშენკოს კიდევ ერთი ვადით პრეზიდენტის არჩევას მინსკის ქუჩებში არეულობა მოჰყვა. დემონსტრაცია მაშინ პოლიციამ სისხლისღვრით დაშალა. ორშაბათს მინსკში ხალხი სწორედ ამ დღის აღსანიშნავად შეიკრიბა. თავყრილობა კვლავ პოლიციამ დაარბია. თვითმხილველები იუწყებიან, რომ სამართალდამცავებმა დაახლოებით 30 ადამიანი დააპატიმრა.

აქციის მონაწილეებს ხელში იმ პირების ფოტოსურათები ეჭირათ, რომლებიც ჯერ კიდევ შარშანდელი არეულობების შემდეგ ციხეებში სხედან. დაკავებულთაგან ორი პრეზიდენტობის კანდიდატია.

აშშ და ევროკავშირი მინსკისგან პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი კომისარი ქეთრინ ეშტონი შეშფოთებული არიან ბელორუსის მიერ მიღებული ახალი კანონებით, რომელიც კიდევ უფრო შეზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს- სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას.

XS
SM
MD
LG