ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატებმა მინესოტის შტატში სენატორობის კანდიდატი დაასახელეს


მინესოტაში სენატორობის კანდიდატად დემოკრატებმა შტატის ვიცე-გუბერნატორი ტინა სმიტი დაასახელეს. სავარაუდოდ სწორედ ის მიიღებს სენატორ ალ ფრანკენის მანდატს, რომელმაც ის სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებული ბრალდებების შემდეგ დატოვა.

„მას უყვარს ხალხი და ხალხსაც მოსწონს ის“, - ასე დაახასიათა 59 წლის სმიტი მინესოტის გუბერნატორმა მარკ დეიტონმა თანამდებობაზე დანიშვნისას 2014 წელს. მანამდე სმიტი მისი ადმინისტრაციის უფროსი იყო. „მას აქვს უმაღლესი პირადი და პროფესიული სტანდარტები“- ამბობს გუბერნატორი.

სმიტმა უკვე თქვა, რომ ის 2018 წლის ნოემბერში რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, რათა დაიკავოს ფრანკენის ადგილი სენატში მისი 6-წლიანი მანდატის ბოლო 2 წლის განმავლობაში.

ფრანკენის ადგილის დაკავების საკითხი აქტუალური ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გახდა. მას ლოს-ანჯელესის რადიოს წამყვანმა და ყოფილმა მოდელმა, ლიენ ტვიდენმა სექსუალურ შევიწროვებაში დასდო ბრალი. ტვიდენმა თქვა, რომ 2006 წელს, მაშინ, როდესაც ისინი ერთად იმყოფებოდნენ ახლო აღმოსავლეთში, ფრანკენმა მას ძალით აკოცა. მოგვიანებით კი მძინარე ჟურნალისტთან უხამსი ფოტო გადაიღო. ფრანკენმა ჟურნალისტს ბოდიში მოუხადა, თუმცა მალევე ის კიდევ ორმა ქალმა დაადანაშაულა მსგავს საქციელში. მან ბოდიში რამდენჯერმე მოიხადა, თუმცა ამბობდა, რომ ეს ინციდენტები ან არ მომხდარა, ან მას სხვგვარად ახსოვდა გარემოებები. თუმცა ბრალდებების შემდეგ მისი გადადგომა უკვე მისმა დემოკრატმა კოლეგებმაც მოითხოვეს.

XS
SM
MD
LG