ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა


ჯარისკაცი ამერიკელი ექიმის თალიბების ტყვეობიდან დახსნის ოპერაციას ემსხვერპლა

9 დეკემბერს, ავღანეთში ამერიკელი ექიმის თალიბების ტყვეობიდან დახსნის ოპერაციას ერთი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.

ნატოს წარმოამდგენელმა განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ თალიბი გამტაცებლები საიერიშო შაშხანებით და ყუმბარმტყორცნებით იყვნენ შეიარაღებული.

გენერალ გუნტერ კაცის თქმით:

„ოპერაცია ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში განხორციელდა. სამწუხაროდ, მისი შესრულების დროს ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. ჩვენ გულითადად ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახს და მეგობრებს.“

ინციდენტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ობამამაც გააკეთა განცხადება. მან აღნიშნა, რომ ამერიკა ძლიერი ერია სწორედ ამერიკელი ჯარისკაცების თავდაუზოგავი და თავგანწირული სამსახურის წყალობით.
XS
SM
MD
LG