ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილიპინების სამხრეთში მდებარე ქალაქ მარავიში მუსლიმმა ექსტრემისტებმა ადგილობრივი კათოლიკური ეკლესიის მღვდელი და მრევლის ნაწილი მძევლად აიყვანეს. არქიეპისკოპოსი სოკრატე ვილეგასი ამბობს, რომ მღვდლის გარდა, მძევლებს შორის მრევლის 10 წევრი და ეკლესიის 3 მსახურია.

ექსტრემისტები ხელისუფლებას რეგიონიდან საკუთარი ძალების გაყვანას სთხოვენ. ძალადობა მარავიში სამშაბათს დაიწყო. უსაფრთხოების ძალებმა რეიდი დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ასოცირებული ჯგუფის მეთაურის - აბუ საიაფის- სამალავში მოაწყვეს. პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ სამხრეთის პროვინციაში ორთვიანი კომენდანტის საათი გამოაცხადა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG