ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პომპეო გერმანიას სტუმრობს


სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გერმანიას პირველი ვიზიტით ეწვია. ის ბერლინში გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ხვდება.

მის გერმანელ კოლეგასთან ჰეიკო მაასთან ერთად ჟურნალისტებთან საუბრისას, პომპეომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ შეუშლიდა ხელს „ინსტექსის“ სისტემას, რომლითაც ევროპელები ცდილობენ ირანთან ურთიერთობას, ისე რომ ამერიკული სანქციებისგან საკუთარი კომპანიები დაიცვან.

სისტემის მიზანი ლეგალური ბიზნესების ფინანსური ტრანსაქციების წარმოებააა, იქნება ეს მედიცინის თუ დახმარების, თუ სხვა იმ პროდუქციის კუთხით, რაც ნებადართულია. ევროპელები იმედოვნებენ, რომ სისტემა ამ ზაფხულს ამუშავდება.

მაასმა განაცხადა, რომ მიუხედავად ვაშინგტონის მიერ 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვებისა, მოლაპარაკებული შეთანხმების მიზანი არ შეცვლილა.

პომპეოს გერმანიაში ვიზიტი თავდაპირველად მაისის დასაწყისში იყო დაგეგმილი, თუმცა მას შემდეგ, რაც ირანთან სიტუაცია დაიძაბა, პომპეომ ვიზიტი გააუქმა. პომპეო ევროპის ტურზე შვეიცარიას და ნიდერლანდებს ეწვევა, მოგვიანებით კი პრეზიდენტ ტრამპს დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტისას შეუერთდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG