ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების ანგარიშს გამოაქვეყნებს


მაიკ პომპეო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს გამოსცემს ყოველწლიურ ანგარიშს მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებების მიმართულებით შექმნილი მდგომარეობის შესახებ. სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, განცხადებას გააკეთებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ ერთერთ მთავარ პრობლემად ანგარიშში სახელდება მუსლიმი უიღურების მდგომარეობა ჩინეთში. აშშ და დასავლეთის ქვეყნები ჩინეთს ადანაშაულებენ ამ უმცირესობის დაკავებასა და მათ ბანაკებში მოთავსებაში, რაც მათი რელიგიური და კულტურული იდენტობის მოშლას ისახავს მიზნად.

პეკინის ცნობით, სახელმწიფო დერადიკალიზაციის წინააღმდეგ პროგრამას ახორციელებს. ჩინეთის ოფიციალური ვერსიით, აღნიშნულ ბანაკებში ადამიანების ტრეინინგი ხდება კანონსა და მანდარინის ენაში გადამზადების მიზნით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG