ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაიკ პენსი: დაღუპული მუსლიმი ამერიკელი ჯარისკაცი გმირია


რესპუბლიკელი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი მაიკ პენსი ამბობს, რომ მას და საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპს სჯერათ, რომ მუსლიმი ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც 2004 წელს, ერაყში, თვითმკვლელმა ამფეთქებელმა მოკლა, გმირია და მისი ოჯახის მსგავს ოჯახებს „ყველა ამერიკელი სათუთად უნდა მოეპყროს“.

კვირა საღამოს გაკეთებული განცხადება იმ მძაფრ კრიტიკას მოჰყვა, რაც დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე, ამერიკული არმიის კაპიტან ჰუმეიუნ ხანის მშობლების გამოსვლაზე, ტრამპის რეაქციამ გამოიწვია.

პენსმა თავის განცხადებაში პრეზიდენტი ბარაკ ობამა და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი მკაცრად გააკრიტიკა იმ „კატასტროფული გადაწყვეტილებების“ გამო, რამაც ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს, ერთ დროს სტაბილურ ახლო აღმოსავლეთში ფეხის მოკიდების საშუალება მისცა.

XS
SM
MD
LG