ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის ქვეყნები ვალდებულნი არიან თავშესაფრის მაძიებლები ქვეყანაში მიიღონ


ევროპის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან თავშესაფრის მაძიებლები ქვეყანაში მიიღონ.

აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის წინააღმდეგობის მიუხედავად, დასახლების გეგმა ევროპის საბჭომ დაამტკიცა. გეგმის თანახმად, თავდაპირველად 160 000 დევნილი უნდა განთავსებულიყო, რომლებიც კონფლიქტებს გამოექცნენ და თავი საბერძნეთსა და იტალიას შეაფარეს. აქამდე მხოლოდ 24 000 დევნილია დასახლებული.

ევროპის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას უნგრეთი და სლოვაკეთი ასაჩივრებდნენ, ევროპის სასამართლომ განაცხადა, რომ საბჭოს ამ გადაწყვეტილების მისაღებად ყველა წევრის თანხმობა არ ჭირდებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG