ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაღუპული მიგრანტების რაოდენობა იზრდება


სულ მცირე 2500 ადამიანი დაიღუპა 2016 წელს ხმელთაშუა ზღვით ევროპაში ჩასვლის მცდელობისას - აცხადებს გაეროს ლტოლვილთა სააგენტო. გასული წლის პირველ ხუთ თვეში იგივე გზაზე 1900-მდე ადამიანი დაიღუპა.

ლტოლვილთა სააგენტოს სპიკერის უილიამ სპინდლერის თქმით, ხმელთაშუა ზღვაში დაახლოებით ყოველი 81-ე მიგრანტი იღუპება. მხოლოდ გასულ კვირას ხმელთაშუა ზღვაში 880 მიგრანტი დაიღუპა.

მისივე თქმით, კიდევ უფრო საშიშია ჩრდილოეთ აფრიკიდან იტალიაში მიმავალი მარშრუტი, რომელზეც წელს 2119 ადამიანი დაიღუპა, ამ გზაზე ყოველი 23-ე მგზავრი იღუპებოდა.

სააგენტოს მონაცემებით, მიგრანტების უმეტესობა ნიგერიიდან, გამბიიდან, სირიიდან, ავღანეთიდან და ერაყიდან არიან და ისინი თურქეთის გავლით საბერძნეთში შესვლას ცდილობენ.

XS
SM
MD
LG