ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-მექსიკის საზღვარზე მიგრანტებთან ინციდენტი მოხდა


.

აშშ და მექსიკის მთავრობა პირობას დებენ, რომ გაასამართლებენ ყველას, ვინც ორი ქვეყნის საზღვარზე ძალადობით გამოირჩეოდა გუშინ, როცა მიგრანტთა ქარავნის რამდენიმე წევრმა საზღვრის გადაკვეთა სცადა. საზღვრის დაცვის სამსახურის აგენტებმა ინციდენტის დროს ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.

რამდენიმე საათით ადრე, მშვიდობიან პირობებში საზღვარზე მოეწყო საპროტესტო აქცია, რომელმაც აშშ-ში შესასვლელად გრძელი პროცესი და რიგები გააპროტესტა.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა კირსტენ ნილსენმა აღნიშნა, რომ საბაჟო და საპატრულო დაცვამ ცრემლმდენი გაზი მას შემდეგ გახსნა, რაც მისი წევრების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა მიგრანტების ძალადობრივი მოქმედებებით.

ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიამ“ გამოაცხადა, რომ რაც მოხდა კვირას, მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა საზღვარზე ჯარების განლაგება გამოაცხადა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG