ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთის საკითხზე ისაუბრა


"ახლო აღმოსავლეთში ჩვენ იმ მოქალაქეების გვერდით ვდგავართ, ვინც საყოველთაო უფლებებს და დემოკრატიის გზაზე სტაბილურ გარდამავალ პერიოდს მოითხოვს"

ენერგორესურსების, სამუშაო ადგილების, ახალი ტექნოლოგიების, კლიმატური ცვილებების და სხვა მრავალ საკითხთან ერთად, სამშაბათს საღამოს გაკეთებულ ყოველწლიურ მიმართვაში პრეზიდენტმა ობამამ საგარეო პოლიტიკის საკითხებზეც ისაუბრა და განსაკუთრებული ადგილი დაუთმო ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე პროცესებს.

„ახლო აღმოსავლეთში ჩვენ იმ მოქალაქეების გვერდით ვდგავართ, ვინც საყოველთაო უფლებებს და დემოკრატიის გზაზე სტაბილურ გარდამავალ პერიოდს მოითხოვს. ვიცით, რომ პროცესი იოლი არ იქნება და ჩვენ ცვლილებების კურსს ვერ ვუკარნახებთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა, მაგალითად ეგვიპტე. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია და აუცილებლად მოვითხოვთ ადამიანთა ფუნდამენტური უფლებების დაცვას“- განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით დააფიქსირა საკუთარი პოზიციის სიმტკიცე იმასთან დაკავშირებით, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის იყო და დარჩება მთელ მსოფლიოში თავისუფლების და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლთა მთავარ იმედად და დასაყრდენად.
XS
SM
MD
LG